მელანია ტრამპის საქორწილო კაბა, რომელსაც 550 საათი ქმნიდნენ, აუქციონზე იყიდება

მელანიას კაბა

მელანია ტრამპის საქორწილო კაბა, რომელსაც „დიორის" მოდის სახლი 550 საათი ქმნიდა, აუქციონზე იყიდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემა Independent-ის ცნობით, კაბის თავდაპირველი ღირებულება 100 000$ იყო.  ახლა კი  ebay-ზე მისი საწყისი ღირებულება 45 ათასი დოლარია. 

გამყიდველის თქმით, ეს კაბა  „დიორის" საიტზე იპოვა და 2010 წელს  70 ათას დოლარად შეიძინა. მფლობელი ამბობს, რომ კაბის დიზაინში, მცირე ცვლილებები შეიტანა.

კაბა 1500-მდე ბრილიანტითა და მარგალიტითაა გაფორმებული - მის შექმნას კი 550 საათი დასჭირდა.