მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის ბავშვი, შემთხვევით გამვლელმა დაიჭირა - ემოციური ამბავი იტალიიდან

იტალია

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის ბავშვი, შემთხვევით გამვლელმა, დაიჭირა, 37 წლის მამაკაცმა დაიჭირა. შემთხვევა იტალიის ქალაქ ტურინში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიის ცნობით, მას ხელებისა და გულმკერდის დაზიანება აქვს მიღებული.

კარაბინერების პირველადი მოკვლევით, ოთხი წლის იტალიელი გოგონა სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

„როდესაც დავინახე, რომ ბავშვი გადმოვარდა, მისკენ გავემართე, თვალები დავხუჭე და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდებოდა. მე დავიჭირე ის, შევამსუბუქე დაცემა და ორივე მიწაზე დავენარცხეთ. ეს ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა: მე შეყვარებულთან ერთად გამოვედი პურის საყიდლად, მოპირდაპირე კორპუსიდან ყვირილი გავიგეთ. პატარა გოგონა უფრო და უფრო იხრებოდა და რაფაზე აძვრა, მხოლოდ ორი ხელით ეჭირა, ფეხები ჰაერში ჰქონდა, მე დავიწყე ყვირილი, რომ გაჩერებულიყო და შიგნით შებრუნებულიყო, მაგრამ მან ვერ გაიგო...

დაცემის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ შვება - პატარამ ტირილი დაიწყო და ჩვენ ვთქვით „ცოცხალია“. დაცემიდან რამდენიმე წუთში გოგონას მშობლებიც გამოვიდნენ: „შოკში იყვნენ, მათთან საუბარი ვერ მოვახერხე“, - თქვა კაცმა ადგილობრივ მედიასთან.

ასევე ნახეთ:

„რამხელა ტკივილს ვატარებდით გულით მამიკო… 25 წელი გელოდებოდი მა. ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი... - შვილის ემოციური გამომშვიდობება ემიგრანტ მამასთან

VIDEO: „ხასიათზე არაა, მოერიდეთ...“ - ვრცელდება მდუმარე ბერის ახალი კადრები

„ნეტა რას მიპასუხებ, რომ შეგეკითხები... ჩვენს გიოს რატომ გაუშვი ხელი“ - მამის ემოციური პოსტი

ანა წითლიძეს ყოფილი რძალი ქალთა მიმართ ძალადობის დამალვაში ადანაშაულებს