ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
22 წლის ერაყელი იუთუბერი ტიბა ალ-ალი, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამამისმა მოკლა. დანაშაული წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა, მსოფლიო მედიის ყურადღება მან მას შემდეგ მიიქცია, რაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ტიბამ ერაყი 17 წლის ასაკში დატოვა და სწავლის გასაგრძელებლად ცხოვრება სტამბოლში დაიწყო. მისი თქმით, ქვეყანაში ცხოვრება ისე მოეწონა, რომ დარჩენა გადაწყვიტა. საკუთარ ვიდეოებში, რომელთაც იუთუბზე 20 ათასზე მეტი გამომწერი ადევნებდა თვალს, ახალგაზრდა ქალი სწორედ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, თავის მოვლის რუტინასა და პირად ურთიერთობებზე საუბრობდა ხოლმე.
გავრცელებული ცნობით, ტიბას მამა, ტაიპ ალი, თავისი შვილის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის წინააღმდეგი იყო. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა შვილის ურთიერთობას სირიელ საქმროსთან.
იანვრის თვეში კი, როცა იუთუბერი შინ ოჯახის მოსანახულებლად დაბრუნდა, დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. ტაიპ ალი პოლიციას თავადვე ჩაბარდა, მაგრამ დამნაშავეს მხოლოდ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის შემდეგ ერაყის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ქალი გამოვიდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გასაპროტესტებლად. ერაყის სისხლის სამართლის კოდექსი ოჯახის წევრის მკვლელობაში დამნაშავეს სასჯელს უმსუბუქებს, თუ მოტივად "ღირსების დაცვა" სახელდება. "ღირსების სახელით" მკვლელობა კი შუა აღმოსავლეთის ქვეყანაში იშვიათობას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ამგვარ დანაშაულს გამართლებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც უძებნიან.
„კანონის თვალსაზრისით, ეს დანაშაულებრივი შემთხვევაა", - აცხადებს ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი, გენ საად მაანი, ტიბა ალ-ალის მკვლელობაზე, - „მეორე მხრივ, ეს ღირსების სახელით მკვლელობაა".
ასევე ნახეთ:
შეყვარებულის გამო ჩადენილი სასტიკი დანაშაული - ცნობილი ინფლუენსერის საკნდალური საქმე
VIDEO: „ღმერთო, გვაკმარე ამდენი უბედურება! შემზარავი კადრები სტიქიის ზონიდან (მსოფლიო)
მამამ იუთუბერი შვილი მოკლა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც ერაყში მასობრივი პროტესტი გამოიწვია