მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პრინცი ენდრიუ

დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეფე ჩარლზის ძმა საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზმა ძმის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.

ცნობისთვის, 9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა 2010 წელს ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტები ჯეფრი ეპშტეინს გაუზიარა. როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილები მოიცავს ელექტრონულ წერილებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ენდრიუმ ეპშტეინს გადაუგზავნა ანგარიშები ვიეტნამის, სინგაპურისა და სხვა ადგილების შესახებ.