მედიის ცნობით, შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

ტრამპი პუტინი

შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გაზეთ Le Temps-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.