„გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე...“ - პატრიარქი მრევლს მიმართავს
1734334084
ისრაელმა ღაზის მასშტაბით საჰაერო და სახმელეთო იერიში განახორციელა. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაცაა ჟურნალისტი, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მათმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ანკლავის ჩრდილოეთში ათობით მებრძოლი მოკლეს, სხვები კი დააკავეს. საჰაერო იერიში იყო განხორციელებული ღაზის ქალაქ ხან იუნისზე. ლტოლვილთა თავშესაფარზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
ქალაქ ბეით-ჰანუნის მაცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს სკოლას, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს, შემდეგ შეიჭრნენ შენობაში და იქ მყოფ ხალხს ღაზის ქალაქისკენ წასვლა უბრძანეს.