მედიის ცნობით, ირანის იერიშების შედეგად ისრაელის ქალაქებში ათობით ადამიანი დაშავდა

ისრაელი

ირანის მიერ ისრაელის ბირთვული ობიექტის სიახლოვეს განხორციელებული იერიშების შედეგად ქალაქებში – არადსა და დიმონაში ათობით ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, მათ შორის რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც „ბიბისი“ წერს, ირანმა რაკეტა დაარტყა ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ დიმონას, რის შედეგადაც, სულ მცირე, 47 ადამიანი დაშავდა. მათივე თქმით, თავდასხმის სამიზნე, როგორც ჩანს, დაახლოებით 13 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბირთვული ობიექტი იყო.

ირანმა ასევე დაბომბა ახლომდებარე ქალაქი არადი. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ისინი „დიდ რაოდენობით“ დაჭრილებს მკურნალობენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ქალაქზე დარტყმის შემდეგ 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი – მძიმედ, 12-ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ამასთან, „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, რომ ირანის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 90-ს აღემატება.