„სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი აქვს ნაჭამი...“ - რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურის ტრაგედიაზე
1749152746
არჩევნების შედეგების ფონზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას განიხილავს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტუსკმა ასეთი ნაბიჯი ამ კვირის ბოლომდე გადადგას.
როგორც გამოცემა წერს, ნავროცკის გამარჯვება მმართველი პარტიისთვის შოკის მომგვრელი იყო.
„შეგვიძლია დავივიწყოთ პროკურატურის, სასამართლო სისტემის ცვლილებები“,- განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელლმა.
როგორც გამოცემა წერს, ზემოაღნიშნული კანონების გარდა, აბორტის შესახებ კანონში ცვლილებებიც, სავარაუდოდ, წლებით გადაიდება. ამასთან, ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობრივი ცვლილება ნავროცკის თანხმობას მოითხოვს.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ნავროცკის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მიგრაციის საკითხმა და უკრაინელი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებამ. ანალიტიკოსების თქმით, ნავროცკის გამარჯვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამ არჩევნების შედეგებმა აჩვენა საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება უკრაინის მიმართ.