35 წლის ფეხბურთელს მატჩის დროს გული გაუჩერდა

ფეხბურთელი

არგენტინაში, 35 წლის ფეხბურთელი, ენცო პიტაუ მატჩის დროს უგონოდ დაეცა, რის შემდეგადაც კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სპორტსმენს თამაშის დროს გული გაუჩერდა.

ფეხბურთელი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს.

"დიდი გულის ტკივილით გატყობინებთ ენცო პიტაუს გარდაცვალების შესახებ. ჩვენ შოკირებული და შეშფოთებული ვართ ამ დანაკარგით. ვაფასებთ თქვენს სოლიდარობას ჩვენი კლუბისა და ენცო პიტაუს ოჯახის მიმართ", - აღნიშნულია ფეხბურთელის კლუბის Don Orione-ს განცხადებაში.