მედია: ნორვეგიაში წვრთნებიდან 10 სამხედრო მოსამსახურე არ დაბრუნდა. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია

ნკ

ნორვეგიის ჩრდილოეთ რეგიონში, ფინმარკში სამძებრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 10 სამხედრო მოსამსახურე წვრთნებიდან დროულად არ დაბრუნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სამხედრო სწავლების დროს ჯარისკაცები ერთი წერტილიდან მეორე, წინასწარ განსაზღვრულ წერტილამდე უნდა მისულიყვნენ, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ გამოჩნდნენ.

ჯარისკაცების სამძებრო ოპერაციაში პოლიცია, წითელი ჯვარი, შეიარაღებული ძალები და სამაშველო ვერტმფრენი მონაწილეობენ. პოლიციელები აგრეთვე იყენებენ დრონებს.