„მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ამის მიზეზს ვერ ვხედავ...“ - რატომ არ ბრუნდება ტრამპი ტვიტერზე

ტრამპი

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაბრუნებას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ მისი ანგარიში 2021 წელს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დაბლოკეს ძალადობის წაქეზების გამო. 

„მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ამის (ტვიტერზე დაბრუნების) მიზეზს ვერ ვხედავ. უამრავი პრობლემაა ტვიტერზე. თქვენ ხედავთ, რა ხდება იქ: ჩართულობა იკლებს, ბევრი ყალბი ექაუნთია“, - თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი მიესალმება ილონ მასკის გადაწყვეტილებას, სოციალური ქსელის შეძენის შესახებ.

„კარგია, რომ მან შეიძინა ტვიტერი, მე ყოველთვის მომწონდა ის (მასკი). ჩემი პრეზიდენტობის დროს ვმეგობრობდი“, - დასძინა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტვიტერის ახალი მფლობელისა და ხელმძღვანელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ქსელის ადმინისტრაციამ აღადგინა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში.

ფოტო: The Times