ილონ მასკმა დონალდ ტრამპს „ტვიტერის“ ანგარიში აღუდგინა

დონალდ ტრამპ

ილონ მასკმა დონალდ ტრამპს „ტვიტერის" ანგარიში აღუდგინა.

როგორც მასკი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოკითხვაში მონაწილე სოციალური ქსელის 15 მილიონი მომხმარებლის 51%-ზე მეტმა შტატების ყოფილი პრეზიდენტისთვის ანგარიშის დაბრუნებას მხარი დაუჭირა.

როგორც ცნობილია, „ტვიტერმა" დონალდ ტრამპს ანგარიშთან წვდომა კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმის შემდეგ შეუწყვიტა.

სოციალურ ქსელში ტრამპის სტატუსები ძალადობის წაქეზების რისკის შემცველად შეფასდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი მან საკუთარი სოციალური მედია პლატფორმა Truth Social შექმნა. თავად ილონ მასკმა "ტვიტერი" გასულ თვეში იყიდა, რის შემდეგაც რადიკალური ცვლილებების სერია დაიწყო. დასავლური მედია წერს, რომ შესაძლოა მან სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციაზე გარკვეული რეგულაციები შეარბილოს.