„მე აქ ვარ, შენს დასახმარებლად!“ - ბერძენი მაშველისა და თურქი ბავშვის კადრი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა

ბერძენი მაშველი

ბოლო რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრი, რომელზეც ასახულია ბერძენი მაშველი და თურქი ბავშვი. კადრი ეკუთვნის ეგეოსის სახანძრო სამსახურის მეთაურს, პანაიოტის კოტრიდისს, რომელსაც ამ ჟესტით მეზობელი ერისთვის სოლიდარობის გამოცხადება სურდა.

„მე აქ ვარ, შენს დასახმარებლად!“ – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

სახანძრო სამსახურის მეთაურ განმარტავს, რომ ფოტო რეალური არ არის და ის ციფრული სისტემით შექმნილია.