1751215735
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 21000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 21 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თურქეთში 17 674 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში - 3 377.
BBC-ი წერს, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მათი გადარჩენის იმედიც მცირდება.
ამასთან, არსებული ყინვა საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს, რომელიც მიწისძვრას გადაურჩა, მაგრამ ახლა თავშესაფრის, წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.