წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1734460465
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრება „ჰამასს“, თუ მისი ინაუგურაციის დღისთვის ისრაელიდან გატაცებული მძევლები არ გათავისუფლდებიან.
დონალდ ტრამპის თქმით, კარგი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რა დროსაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„20 იანვარს ძალიან ხელმისაწვდომი ვიქნები და ვნახოთ. როგორც მოგეხსენებათ, მე გავაფრთხილე, რომ მძევლები ამ თარიღამდე სახლში თუ არ დაბრუნდებიან, ჯოჯოხეთი ატყდება და ძალიან ძლიერი იქნება. მაიკ უოლცი შესანიშნავ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.