ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
მოძრაობა Black Lives Matter-ის თანადამფუძნებლის, პატრის კულორსის ნათესავი, 31 წლის მასწავლებელი კინან ანდერსონი ლოს-ანჯელესის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ რამდენიმე საათში სანტა-მონიკას ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ამის შესახებ BBC იტყობინება.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა სამართალდამცველებისა და დაკავებულის დაპირისპირების ამსახველი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ ეხვეწება მიწაზე დაგდებული ანდერსონი არ მოკლან, როგორც ჯორჯ ფლოიდი.
პოლიციელები აცხადებენ, რომ ისინი ადგილზე ავტოსაგზაო ინციდენტის გამო გამოცხადდნენ, სადაც ანდერსონი შემთხვევის ადგილიდან სხვისი მანქანით მიმალვას ცდილობდა.
ანდერსონის გარდაცვალებამ აქტივისტების პროტესტი გამოიწვია, ისინი პოლიციის რეფორმას ითხოვენ.
"შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" 2013 წელს დაფუძნდა, თუმცა მსოფლიოსათვის მოძრაობის საქმიანობა 3 წლის წინ მეტად გახდა ცნობილი, მაშინ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა შტატებში მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია.