მასშტაბური ხანძარი მექსიკაში - ცეცხლი 200-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა

Protección Civil Nuevo León/Cuartoscuro)

მექსიკაში ტყის მასშტაბური ხანძარია. ცეცხლი 200-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა. დაკავებულია ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენაში ეჭვმიტანილი ათი პირი.

ქვეყნის სახანძრო სამაშველო სამსახურის მონაცემებით, ხანძრის გავრცელებას ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დრომდე, არ გავრცელებულა.