მასკი ეთანხმება იმ აზრს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველგვარ წესებს მიღმა მოქმედებენ, არ ექვემდებარებიან ზედამხედველობას, არ არიან პასუხისმგებელი ელექტორატის წინაშე და არც ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი აქვთ

ილონ მასკი

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის თქმით, სრული სიმართლეა ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველგვარ წესებს მიღმა მოქმედებენ, არ ექვემდებარებიან ზედამხედველობას, არ არიან პასუხისმგებელი ელექტორატის წინაშე და არც ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი აქვთ.

მასკის მიერ გაზიარებულ პოსტში ნათქვამია, რომ არასამთავრობოებს შეუძლიათ ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე, მათთვის სასურველი დღის წესრიგი გაატარონ.

ამერიკის პრეზიდენტის უახლოესი მრჩეველი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდმა, „დემოკრატ“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ კანდიდატებს, ჯამში, 32 მილიარდი დოლარი მისცა.