მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ორშაბათიდან ირანის პორტების ბლოკირებით დაიმუქრა, ნავთობის ფასები გაიზარდა

ბარელი ნავთობი

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათიდან ირანის პორტების ბლოკირებით დაიმუქრა, ნავთობის ფასები გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 8%-ით გაიზარდა და ბარელზე 104.24 დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო სტანდარტის, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა 7%-ით მოიმატა და ამჟამად ბარელზე 102.29 დოლარს შეადგენს.

ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მკვეთრად მერყეობს – ომის დაწყებამდე ის ბარელზე 70 დოლარი ღირდა, შემდეგ კი ზოგჯერ 119 დოლარსაც აჭარბებდა. პარასკევს, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინ კი ივნისის მიწოდებისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 0.8%-ით დაეცა და ბარელზე 95.20 დოლარი შეადგინა