ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
კიდევ ოთხმა გემმა, რომელიც მარცვლეულითა და მზესუმზირის ზეთითაა დატვირთული, უკრაინული პორტები უსაფრთხო საზღვაო დერეფნის გავლით დატოვა, - ამის შესახებ BBC წერს.
„რუსული ბლოკადების გამო, უკრაინიდან მილიონობით ტონა მარცვლეული ვერ გადიოდა, რამაც სხვა ქვეყნებში საკვების დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია, მაგრამ გასულ კვირაში, თებერვლის შემდეგ პირველად, უკრაინა პირველმა გემმა დატოვა. გემები თურქეთისკენ მიემართებიან, სადაც, რუსეთთან და გაეროსთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, მათ შეამოწმებენ. შემოწმების შემდეგ, ორი თურქეთის პორტში ჩამოდგება, დანარჩენები კი იტალიისა და ჩინეთისკენ გაემართებიან. კიდევ ერთ ცარიელ გემს მიეცა უფლება, დასატვირთად, უკრაინაში გაემგზავროს“, - წერს BBC.
უკრაინის პორტებზე რუსეთის მიერ დაწესებული ბლოკადის შედეგად, ქვეყანაში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია ჩარჩენილი. თუ თურქეთში მიღწეული შეთანხმება ძალაში დარჩება, უკრაინა თვეში სამ მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტს ელის.