კანიე უესტი საქართველოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
1781557464
ეს ნამდვილად იქნება, ან არის დიდი დღე, ან „მეგა ორშაბათი“ გაფართოების პროცესისთვის, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. მარტა კოსის თქმით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.
„პირველ რიგში, ჩვენ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ უკრაინისა და მოლდოვასთვის მას შემდეგ, რაც მათ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღეს. საბოლოოდ, ორივე ქვეყნისთვის პირველი კლასტერის გახსნას შევძლებთ. რატომ? იმიტომ, რომ მათ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები და ნამდვილად დადგა დრო, რომ ეს გავაკეთოთ,“ – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა.
ამასთან, მისივე თქმით, თუ უკრაინა და მოლდოვა ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, მაშინ ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი.
„თუ ისინი ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი. სწორედ ამიტომ ველოდები, რომ ივლისში დარჩენილ ხუთივე კლასტერსაც გავხსნით. ესეც ძალიან კარგი ამბავია“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
კოსის განცხადებით, გაფართოების მიმართულებით ბოლო 17 თვის განმავლობაში ბლოკმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში.