პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
მაროკოში ორი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევას 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 16 პირი.
შემთხვევა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ფესში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩამოინგრა გვერდიგვერდ მდგარი ორი ოთხსართულიანი შენობა, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობდა.
მომხდარის მიზეზი უცნობია.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ახლომდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ხალხი.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.