მაროკოში ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

მაროკო

მაროკოში ანტისამთავრობო აქციებზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პროტესტი დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ახალგაზრდების ჯგუფმა უსაფრთხოების ძალების განყოფილებაში შეჭრა სცადა. თავდაპირველად უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების შეჩერება ცრემლსადენი გაზით სცადეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალგარზდების ჯგუფმა შენობის ნაწილს და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

დაშავებულთა რიცხვი დაკონკრეტებული არ არის.

მაროკოში ანტისამთავრობო პროტესტი მეოთხე დღეა, გრძელდება. ახალგაზრდების ჯგუფი ქვეყნის მთავრობას სოციალური პროგრამების დაფინანსების ნაცვლად, თანხების 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისთვის ფლანგვაში ადანაშაულებს.