მარკო რუბიო: უკრაინისათვის დახმარების გაწევა შეიძლება განახლდეს, თუ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისათვის დახმარების გაწევა შეიძლება განახლდეს, თუ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების განახლებამდე თეთრმა სახლმა ჯერ უნდა გაიგოს, რა დათმობებზეა მზად უკრაინა.

მან დასძინა, რომ კიევი მზად უნდა იყოს „გადადგას რთული ნაბიჯები, როგორც ამას რუსებიც გააკეთებენ“.

„მე ვფიქრობ, რომ დახმარების გაწევაში პაუზის კონცეფცია, ზოგადად, არის ის, რის გადაჭრასაც, იმედი მაქვს, შევძლებთ. ცხადია, რომ ის, რაც ხვალ მოხდება, ამ კუთხით გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.