მარკო რუბიო: ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე.

„ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ჩვენ [რუსებს] შეთავაზებას წარვუდგენთ. ჩვენ მათ ვეტყვით - ეს არის ის, რაც მაგიდაზეა. უკრაინა მზად არის შეწყვიტოს სროლა და დაიწყოს საუბარი, ახლა კი მათზე [რუსებზე] იქნება დამოკიდებული, თქვან კი ან არა. იმედი მაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. თუ ისინი იტყვიან უარს, მაშინ ჩვენ, სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის დამაბრკოლებელი აქ მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინამ ასევე გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.