მარკო რუბიო: აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში

მარკო რუბიო

 შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში, - განაცხადა მარკო რუბიომ ABC-ს ეთერში. სახელმწიფო მდივანი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებსაც შეეხო, მაგრამ არ დააკონკრეტა იმ პირთა ვინაობა, რომლებთან საუბარიც, დონალდ ტრამპმა ახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანში შიდა განხეთქილებაა.

„ირანელები იმუქრებიან, რომ ჰორმუზის სრუტეში შექმნიან მუდმივ სისტემას, სადაც მათ შეეძლებათ, გადაწყვიტონ, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში. ეს არასდროს მოხდება. დონალდ ტრამპი ახლა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ომის დეპარტამენტიც. შეხედეთ, ირანში შიდა განხეთქილებებია და თუ ირანში არიან ადამიანები, რომლებიც ახლა, ყველაფრის გათვალისწინებით, მზად არიან, სხვა მიმართულებით წავიდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, ეს შესანიშნავი იქნება“, - განაცხადა რუბიომ.