მარკო რუბიო: 2025 წელს ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა რვა ომის შეჩერებაა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საშობაო ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ 2025 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა რვა ომის შეჩერება იყო.

„წელს ჩვენ უამრავი მიღწევა გვქონდა. მოდით სამშვიდობო გარიგებებით დავიწყოთ. გარიგებები ერთი მეორის მიყოლებით დაიდო. ინდოეთი და პაკისტანი ძალიან საშიში ომისთვის ემზადებოდნენ. პრეზიდენტმა ისინი შეაჩერა. კამბოჯა და ტაილანდი. ჩვენ იქაც მივაღწიეთ სამშვიდობო გარიგებას. აზერბაიჯანი და სომხეთი. მათ შორის, შესაძლოა, ომი დაწყებულიყო, რაც საშინელება იქნებოდა. ჩვენ ის შევაჩერეთ“, - განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, კიდევ ერთი ომი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა, ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები იყო.