"მანიპულირებს მისი მძიმე მგდომარეობით" - ალენ დელონის შვილები ვარსკვლავის მედდას უჩივიან

დელონი

ალენ დელონის შვილებმა მის მედდას, იაპონელ ჰირომი როლინს  უჩივლეს. 
 
ფრანგული პრესის ინფორმაციით,  ალენის ოჯახმა ქალი  მის მოსავლელად 2 წლის წინ დაიქირა. 
 
მსახიობის შვილებმა, ენტონიმ, ანოუშკამ და ალენ ფაბიენმა  „უმ­წეო მდგომარეობაში მყოფ პპირზე ძა­ლადო­ბის­თვის“, ჰირომი როლინის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანეს.  საჩივ­რის მი­ხედ­ვით, ფრანგული კინოს ვარსკლავის  შვი­ლები ქალს მამისთვის შე­უ­რა­ცხყოფის მიყენებაში, მუქა­რა­სა და არა­სა­თანადოდ მო­პყრო­ბაში ადანაშაულებენ.
 
როგორც დელონის ოჯახის ადვოკატი, კრისტოფერ აიელა ამბობს,  ალენ დე­ლო­ნის დამ­ხმა­რე ქალი  მსახიობის პირად მიმოწერებს სისტემატურად ამოწმებდა და მიღებულ წერილებზე პასუხს ალენის ნაცვლად სცემდა. კრისტოფერის თქმით, ჰირომი ცდილობს, "გარიყოს ალენ დელონი ოჯახისა და მეგობრებისგან მანიპულაციისა და მუქარის გზით". 
 
ჰირომი როლინის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალი 66 წლისაა. ის 1992 წელს, ფილმის, სახელწოდებით „კაზანოვას დაბრუნება“ გადაღების დროს რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ამ კინოსურათში დელონი ერთ-ერთ მთავარ როლში გვევლინება. 
 
თავად დელონმა ჰირომი საზოგადოებას პირველად 2021 წელს წარუდგინა.  მსახიობმა მას ერთ-ერთ ინტერვიუში  მზრუნველობისთვის საჯაროდ გადაუხადა მადლობა. 
 
ბოლოს ჰირომი ალენთან ერთად 2021 წლის 10 სექტემბერს პარიზში,  ჟან-პოლ ბელმონდოს დაკრძალვაზე გამოჩნდა. 
 
ალენ დელონის შვილების თქმით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის მრავალი წელია ავადმყოფობს და დიდ დროს საავადმყოფოებში ატარებს. 2019 წელს გადატანილი ორმაგი ინსულტის შემდეგ მსახიობის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა.  ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ 2020 წელს დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა. მიმდინარე წლის მარტში კი მსახიობმა  უკანონო ვაჟი, ალენ კრისტიან აარონ ბულონი დაკარგა. როგორც ფრანგული მედია წერს, ამ ორმა მოვლენამ ალენი საბოლოოდ გაანადგურა. 
 
როგორ დასრულდება სასამართლო დავა დელონის მომვლელი ქალის წინააღმდეგ და მოიყვანს თუ არა ჰირომი როლინს ცოლად ალენ დელონი - ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

⇒  VIDEO: „ცხოვრება გრძელდება, ეს არ არის დასასრული“ - დიასა მიმართვას ავრცელებს

⇒ 9800 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - ნახეთ მისამართები

⇒ „წახვედი შენს საყვარელ დედასთან...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან