გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1759377747
მანჩესტერში, სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ ეტაპზე „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით“ ამის თქმა არ შეუძლიათ. მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, ორი დაკავებულის შესახებ.
ცნობისთვის, სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. გავრცელდა ცნობები, რომ სავარაუდოდ თავად თავდამსხმელიც დაიღუპა. სინაგოგასთან თავდასხმა დღეს მოხდა. უცნობი პირი გამვლელებს ჯერ მანქანით შეეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაესხა თავს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში კოპენჰაგენში იმყოფებოდა, მომხდარის გამო დანიაში ვიზიტი ნაადრევად დაასრულა.