VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე, თბილისისკენ მომავალ გზაზე
1745241462
"მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი", — ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას X-ზე ეხმაურება.
"დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის", – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ, 21 აპრილს გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, პაპის გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა.
ფრანცისკე რომის 266-ე პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ბენედიქტ XVI გადადგა.