მამა შვილზე 18 წელი ძალადობდა, გოგონამ მისგან 2 შვილი გააჩინა

ბავშვზე ძალადობა

51 წლის მამაკაცი საკუთარ ქალიშვილზე წლების მანძილზე სექსუალურად ძალადობდა.

შემთხვევა საბერძნეთში მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გოგო ახლა 25 წლის არის და ძალადობრივი ქმედებები მინიმუმ 18 წელი გრძელდებოდა. 

ირკვევა, რომ გოგო შშმ პირია, რითაც მამა წლების განმავლობაში სარგებლობდა.

გოგონა ორჯერ დაფეხმძიმდა საკუთარი მამისგან, მან ორი ბავშვი გააჩინა, რომლებიც ახლა 7 და 1 წლის არიან.

მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ხომ არ გახდნენ მამისგან ძალადობის მსხვერპლნი სხვა შვილებიც, მამაკაცს კიდევ 20 და 23 წლის გოგოები ჰყავს. 

სხვა სიახლეები