„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
მალაიზიელმა ქალმა სიზმარში რამდენჯერმე ნანახი ციფრების კომბინაციით ლატარიაში 4,9 მილიონი დოლარი მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 54 წლის მალაიზიელის ქალი ამტკიცებს, რომ ლატარიის ბილეთის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სიზმარში ერთი და იგივე ციფრების კომბინაცია რამდენჯერმე ნახა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი მოგებული თანხით ოცნების სახლის შეძენას აპირებს, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ქირაობდა.