1791704058
მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - კვლევა
საფრანგეთს პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 15%-მდე დაეცა. ამის შესახებ აღნიშნულია Ipsos BVA-სა და Cesi-ს მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვაში, რომელიც გამოცემა La Tribune Dimanche-სთვის ჩატარდა.
10 ოქტომბერს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, იმ ფრანგების წილი, რომლებიც დადებითად აფასებენ მაკრონის საქმიანობას, ბოლო თვის განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდა.
სექტემბერში მისი რეიტინგი 16%-ს აღწევდა. გამოკითხულთა 82%-მა საფრანგეთის პრეზიდენტს უარყოფითი შეფასება მისცა.












