პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფრანგული მედია საარჩევნო უბნების პირველად მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი 58%-ით ლიდერობს.
ამ ინფორმაციას უცხოური მედია გამოცემა ავრცელებს.
საფრანგეთის ეგზიტპოლის მონაცემები ასეთია:
IPSOS: მაკრონი - 58,2%, ლე პენი - 41,8%;
IFOP: მაკრონი - 58%, ლე პენი - 42%;
Elabe: მაკრონი - 57,6%, ლე პენი - 42,4%
ამრიგად, ემანუელ მაკრონი, სულ რაღაც 44 წლის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ხდება, რომელიც თანამდებობაზე ხელახლა, 1962 წელს საყოველთაო პირდაპირი ხმის უფლების შემოღების შემდეგ აირჩიეს.
2017 წელს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მაკრონმა 66%-დან 34%-მდე სხვაობით გაიმარჯვა.