"აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლისა" - სალომე ზურაბიშვილი საგანგაშო ინფორმაციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს

პრეზიდენტი

"აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლისა" - სალომე ზურაბიშვილი საგანგაშო ინფორმაციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების სირენების ხმა ისმის, რადგან რუსეთი საჰაერო იერიშს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. 

"აი ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლისა…

აღდგომა დღეს, უკრაინაში, მთელ ტერიტორიაზე განგაშის ზარი ისმის..." - წერს სალომე ზურაბიშვილი.   

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის რუკას აქვეყნებს, სადაც წითლად აღნიშნულია ის ტერიტორიები, სადაც რუსულ ბომბდამშენებს ელოდებიან...