1740372372
ყველას ჰყავს საკუთარი ტანკი ჩემს გარდაო და რუსებს მაინც მოჰპარა - კიდევ ერთი რუსული ტანკი ისევ ერთ-ერთმა ბოშამ მოიპარა

"ჯავრობდა: ბანაკში ყველას ჰყავს საკუთარი ტანკი ჩემს გარდაო და იმდენი იჩალიჩა, რუსებს მაინც მოჰპარა ტანკი!" - ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი, ბეჟან სვანიძე ჯავშანტექნიკის მომპარავი ეთნიკური ბოშის ფოტოს აქვეყნებს და ამ ფაქტს პოსტით ეხმაურება:
"ეს სურათი ჩემმა მეგობრებმა დადეს უკრაინიდან, ეს მაგარი კაცი ბოშაა, სულ ჯავრობდა: ბანაკში ყველას ჰყავს საკუთარი ტანკი ჩემს გარდაო და იმდენი იჩალიჩა, რუსებს მაინც მოჰპარა ტანკი!
მაგარ გასწორებულშია ტიპი, ”თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო”...
ხომ და რისი თქმა მინდოდა - იმათ გასაგონად ვისაც კიდევ რუსის სჯერა:
ტანკს რომ კაცი მოგპარავს, რომელ ომის მოგებაზე მელაპარაკები?!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
...და ამ კაცურ კაცს გაუმარჯოს!" - წერს ბეჟან სვანიძე.