პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა ჩინეთში, ხვდებოდა სი ძინპინს და „უკოცნიდა მას უკანალს“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ინტერვიუში, ტრამპმა მაკრონი ჩინეთთან მლიქვნელობაში დაადანაშაულა.
„თქვენ მიიღეთ ეს გიჟური სამყარო, რომელიც ფეთქდება და შეერთებულ შტატებს აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი...და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან საქმეს ასრულებს და უკანალზე კოცნის. ჩინეთში, დიახ, ვამბობ, რომ საფრანგეთი ახლა ჩინეთში მიდის",- თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპას ურჩია, თავი აარიდოს ტაივანის გამო აშშ-ჩინეთის კონფრონტაციაში ჩართვას.