მაიონეზის ნიღაბი თმაზე, სახის მასაჟი რძით და წებოვანი ლენტი ნაოჭების გასასწორებლად - უცნაური ხერხები, რომლებსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები სილამაზის შესანარჩუნებლად მიმართავენ

ვარსკვლავები

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ძვირად ღირებულ პროცედურებს ხშირად მიმართავენ.  თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სასურველი პარამეტრების მისაღწევად, ამ ყველაფრის პარალელურად ისინი საკმაოდ უცნაურ ხერხებსაც მიმართავენ. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, წარმოუდგენლადაც კი მოგეჩვენოთ.

1.ბლეიკ ლაივლი

ბლეიკ ლაივლი ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს. მსახიობის გარეგნობა და ფორმები საერთაშორისო მედიის განხილვის საგნად არაერთხელ ქცეულა. განსაკუთრებულ ყურადღებას ბლეიკის გრძელი და ბზინვარე თმა იქცევს.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში კინოსურათის, სახელწოდებით „ადელაინის ასაკი" ვარსკვლავმა გაამხილა, თმის გასაჯანსაღებლად, ის არც მეტი, არც ნაკლები მაიონეზის ნიღაბს მოიხმარს, რომელსაც სახლში თავადვე ამზადებს. უფრო კონკრეტულად რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, ბლეიკი ერთ შეფუთვა მაიონეზს 4 კვერცხის გულს, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენს უმატებს. შემდეგ ნარევს თმაზე ისვამს და 25 წუთის განმავლობაში იჩერებს. მსახიობს თქმით, ეს ნიღაბი მის თმას სიჯანსაღესა და ბზინვარებას სძენს.

ამერიკელი რეპერი, კარდი ბი, რომელიც თმის ფერსა და ვარცხნილობებს ხშირად იცვლის - სქელი თმის მოსავლელად თავს წლებია ხახვის ნახარშით იბანს.

2.სინდი კროუფორდი

ბლეიკსა და კარდი ბის არც სინდი კროუფორდი ჩამორჩება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამერიკელი სუპერმოდელი ძილის წინ სახეს რძისა და მინერალური წყლისგან დამზადებულ ნიღბით იმასაჟებს. მისი მომზადება ძალიან მარტივია, უბრალოდ, ეს ორი ინგრედიენტი უნდა შეურიოთ ერთმანეთს და სახეზე წაისვათ, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოირეცხოთ. როგორც კროუფორდი ამბობს, აღნიშნული მეთოდი მას კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება.

3.ჯესიკა ჩესტეინი

ალბათ, რომ არ არსებობს ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუცდია ის შეგრძნება - როდესაც ტუჩსაცხი, წასმის შემდეგ კბილებზე გადადის..... ამ მხრივ გამონაკლისი არც ჯესიკა ჩესტეინია. როგორ აღმოჩნდა, მსახიობს ეს პრობლემა ძალიან აწუხებდა და გამოსავალს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ჩესტეინის მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.

გამოცემა „დეილი მეილისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვარსკვლავმა გულშემატკივრებს საოცარი ხრიკი გაუზიარა. თუ მკვეთრი ფერის ტუჩსაცხს ხშირად ატარებთ და გსურთ უხერხული მომენტი თავიდან აიცილოთ, მაშინ ჩესტეინი გირჩევთ, კბილებზე ვაზელინის თხელი ფენა დაიტანოთ. მსახიობის თქმით, თუ ასე მოიქცევით, თქვენი ღიმილი ყოველთვის უნაკლო და გამორჩეული იქნება.

4. შერი

ამერიკელი მომღერალი შერი 77 წლისაა. ასაკის მატების მიუხედავად, ის დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში შერიმ სასურველი პარამეტრების შესანარჩუნებლად არაერთ ესთეტიკურ პროცედურას მიმართ. აქტიურად იკეთებდა ბოტოქსებსა და მოიხმარდა ფილერებს. თუმცა, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვარსკვლავმა აღნიშნა, ნაოჭების გასასწორებლად წებოვანი ლენტის გამოყენებაზე უფრო ეფექტური საშუალება მისთვის არ არსებობს. წებოვან ლენტებს შერი ყურის უკან იკრავს - მისი თქმით, ისინი კანს საოცრად მკვირს ხდის.

5. ბიონსე

მაღლა აწეული წარბები -დიდი ხანია, რაც ბიონსეს იმიჯის განუყოფელი ნაწილია. ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ რა პროცედურებს მიმართავს მომღერალი წარბისთვის სასურველი ფორმის მისაცემად. გაგიკვირდებათ და, მისი ელეგანტური წარბების საიდუმლო ძვირად ღირებულ პროდუქტებში სულაც არ არის. როგორც აღმოჩნდა, ბიონსესა და მის ვიზაჟისტს სილამაზის ერთი საკმაოდ უცნაური ხრიკი აქვთ. ისინი წარბების ფორმის გამოსაკვეთად საკანცელარიო წებოს იყენებენ. არტისტის თქმით, იგი წარბს შესანიშნავ ფორმას აძლევს, არ ხურავ ფორებს და კანიდან ადვილად ირეცხება.

6. კეტრინ ზეტა ჯონსი

კეტრინ ზეტა ჯონსი კი თმას ლუდით იტენიანებს. თმის გამოსაკვებად და დასარბილებლად ის ლუდსა და თაფლს ერთმანეთში ურევს. ნარევს კი სკალპზე ისვამს.

„მართალია, მას უსიამოვნო სუნი აქვს, თუმცა, მიღწეული ეფექტი იმდენად შესანიშნავია, რომ ამად მიღირს",- აცხადებს მსახიობი.