პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით
1790878500
მოლდოვა მზად არის, მიიღოს უკრაინიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადი, თუ ზამთარში უკრაინაში მძიმე ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნებამ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა მზად არის, მიიღოს იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭირო იქნება.
„2022 წლიდან მოლდოვაში ომს გამოქცეული მილიონზე მეტი უკრაინელი ჩავიდა, დაახლოებით 100 ათასმა კი აქ იპოვა სახლი. თუ ამ ზამთარში უკრაინაში ვითარება იმდენად მძიმე იქნება, როგორც ამას მთელი მსოფლიო ელოდება, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უკრაინიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადის სცენარს განიხილავს და შესაბამისი გეგმები აქვს.
მისი თქმით, მზადება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით არ შემოიფარგლება. მოლდოვისა და უკრაინის ელექტროენერგიის ქსელები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამიტომ ქვეყანა შესაძლო ენერგეტიკული პრობლემებისთვისაც უნდა მოემზადოს.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა მოლდოვა უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, თუ რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემა დაზიანდება, რეჩანმა განაცხადა, რომ თავად მოლდოვა უკრაინის საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ვერ შეძლებს. თუმცა, მისი თქმით, მოლდოვის გავლით შესაძლებელია რუმინეთიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.