dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
ესპანურმა საფეხბურთო გრანდმა მადრიდის „რეალმა“ 1 მილიონი ევრო გადარიცხა ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გარდა ამისა, „რეალი“ „წითელ ჯვართან“ ერთად სოლიდარობის ნიშნად იწყებს კამპანიას დამატებითი თანხების შეგროვების მიზნით, რათა დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს.
ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე დღის წინ მომხდარი წყალდიდობის შედეგად 205 ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ვალენსია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.