ლოს-ანჯელესში 1 კვირაა ტყის ხანძრები გრძელდება - ადგილობრივი სინოპტიკოსები ისევ ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ

ლოს ანჯელესი

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრები 1 კვირაა გრძელდება - მეხანძრეები ხანძრების ლოკალიზებაში პროგრესის შესახებ აცხადებენ, თუმცა ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა გაფრთხილება კვლავს მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ, რაც ხელს უწყოს ცეცხლის გაღვივებას.

გუშინ ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ძარცვისთვის 9 ადამიანი დააკავეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კალიფორნიაში დამანგრეველი ხანძრის შემდეგ ლოს-ანჯელესის ხანძრამდელმდგომარეობამდე აღდგენისთვის ათობით მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.

ჯო ბაიდენმა პირობა დადო სრული ფედერალური მხარდაჭერისთვის, რომ სახელმწიფო დაფარავს მეხანძრეების ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის, ნარჩენების მოცილებასა და დროებითი თავშესაფრებისთვის მომდევნო 180 დღის განმავლობაში 100%-ით.

მან ასევე მოუწოდა კონგრესს, უზრუნველყოს საჭირო დაფინანსება აღდგენის მცდელობებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გაჩენილ ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ხანძრების შედეგად დააზიანა ან გაანადგურა 12 300 შენობა.

 

 

ფოტო: AP Photo/Ethan Swope