L’Oréal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი პირველი ქალი გახდა მსოფლიოში, რომლის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი

კომპანია L’Oréal-ის დამაარსებლის შვილიშვილი, ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი პირველი ქალი გახდა მსოფლიოში, რომლის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, L'Oréal-ის აქციები ოთხშაბათს რეკორდულ დონემდე გაიზარდა.

ფრანგული კომპანია, რომელიც პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მწარმოებელია, 1909 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა, ეჟენ შულემ დააარსა. კომპანიის აქციების უმსხვილესი პაკეტი მის ერთადერთ ქალიშვილს, ლილიან ბეტანკურს ეკუთვნოდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ, აქციები ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერს გადაეცა.