თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801
ლონდონმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი, სანქციები დაუწესა.ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ტიპის „ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი“ გამოაცხადა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, სანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობა, უკვე 73 გახდა.