ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ისრაელის მიმართულებით ირანის მიერ გაშვებული რაკეტების ნაწილი ჩამოაგდეს

ლოიდ ოსტინი

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დისლოცირებულმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებაში.

„აშშ-ის ძალებმა ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე რაკეტა ჩამოადგეს, რომელიც ირანმა ისრაელის მიმართულების გაუშვა. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება ისრაელის დაცვის შესახებ“, - ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.

მისი თქმით, აშშ გმობს ირანის ამგვარ აგრესიას და მოუწოდებს ოფიციალურ თეირანს და მის მხარდამჭერ დაჯგუფებებს შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელზე.

„ჩვენ არასდროს ვიყოყმანებთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი ინტერესების დაცვის დროს, მხარს დავუჭერთ რა ისრაელს და რეგიონში ყველა ჩვენს პარტნიორს“, - დასძინა თავდაცვის მდივანმა.

როგორც ოსტინმა აღნიშნა, ის ამაყობს ამერიკელი ჯარისკაცების სიმამაცითა და გამოცდილებით.