LIVE: ნახეთ, რა ხდება დიდი ბრიტანეთის ქუჩებში - ისტორიული კადრები მგლოვიარე გაერთიანებული სამეფოდან

ბრიტანეთი დედოფალს გლოვობს

ბრიტანეთმა 8 სექტემბერს გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე. ბრიტანეთის ახალი მეფე გახდა დედოფლის უფროსი ვაჟი პრინცი ჩარლზი, რომელიც ჩარლზ III-დ იქნება ცნობილი.

მან უკვე გააკეთა პირველი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ გლოვისა და ცვლილების მომენტში, მის ოჯახს და მას ანუგეშებს და აძლიერებს ცოდნა იმ პატივისცემის და დიდი სიყვარულის შესახებ, რითაც დედოფალი ასე ფართოდ იყო მოცული.

დედოფლის დაკრძალვამდე ბრიტანეთში გამოცხადებულია გლოვა.