დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბრიტანეთმა 8 სექტემბერს გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე. ბრიტანეთის ახალი მეფე გახდა დედოფლის უფროსი ვაჟი პრინცი ჩარლზი, რომელიც ჩარლზ III-დ იქნება ცნობილი.
მან უკვე გააკეთა პირველი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ გლოვისა და ცვლილების მომენტში, მის ოჯახს და მას ანუგეშებს და აძლიერებს ცოდნა იმ პატივისცემის და დიდი სიყვარულის შესახებ, რითაც დედოფალი ასე ფართოდ იყო მოცული.
„ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია. ჩვენ ღრმად ვგლოვობთ დაფასებული მონარქის და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, მის დაკარგვას მთელს ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს. ამ გლოვისა და ცვლილების მომენტში, ჩემს ოჯახს და მე გვანუგეშებს და გვაძლებინებს ცოდნა იმ პატივისცემის და დიდი სიყვარულის შესახებ, რითაც დედოფალი ასე ფართოდ იყო მოცული“, - აცხადებს მეფე ჩარლზ მესამე.
ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო განცხადებები გააკეთეს მსოფლიოს სახელმწიფოთა ყოფილმა და მოქმედმა ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ "როგორც გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე დიდხანს მმართველი სახელმწიფოს მეთაური, დედოფალი ელისაბედ II საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა მთელ მსოფლიოში თავისი სათნოებით, ღირსებით და თავდადებით“.
გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, ელისაბედ მეორის „არსებობა სიმშვიდეს უსახავდა ყველას ყოვლისმომცველი ცვლილებების ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის აფრიკისა და აზიის დეკოლონიზაციის და თანამეგობრობის განვითარების ჩათვლით“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ელისაბედ მეორის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი იქნება ბრიტანეთის და ჩვენი მსოფლიოს ისტორიაში.
„მუდმივი ცვლილებების სამყაროში ის იყო მხარდაჭერა და კომფორტის, სიამაყის წყარო ბრიტანელების არაერთი თაობისთვის“,- განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დედოფალი ელისაბედი იყო „დიდებული ქალი“ და არასოდეს „უშვებდა შეცდომებს“.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „თითოეული ჩვენგანის გულებში არის ტკივილი ჩვენი დედოფლის გარდაცვალების გამო. დედოფალი იმდენად არ ექვემდებარებოდა დროს და იმდენად არაჩვეულებრივი იყო, რომ ვშიშობ, როგორც ბავშვებმა, ისე დავიჯერეთ, რომ ის სულ იქნება და იქნება“.
კენტერბერის არქიეპისკოპოსკმა, ჯასტინ უელბიმ პატივი მიაგო დედოფალ ელისაბედს, რომელიც სხვათა შორის, ანგლიკანური ეკლესიის საერო მეთაურიც იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ, 8 სექტემბერს და ქებით მოიხსენია მისი აზროვნების სიცხადე, ყურადღებით მოსმენის უნარი, შემეცნებითი გონება, იუმორი და არაჩვეულებრივი სიკეთე. "ახლა, როცა ერთად ვგლოვობთ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საყვარელი დედოფლის დაკარგვით, ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომლის განუხრელი ერთგულება, სამსახური და თავმდაბლობა დაგვეხმარა გაგვეცნობიერებინა - ვინ ვართ ჩვენ, ათწლეულების მანძილზე მიმდინარე საოცარი ცვლილებებისას ჩვენს მსოფლიოში, ქვეყანასა და საზოგადოებაში."
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ „ჩვენი ფიქრები სამეფო ოჯახთანაა და ყველა მასთან, ვინც დედოფალ ელისაბედ II-ს გლოვობს გაერთიანებულ სამეფოსა და მთელ მსოფლიოში.“ მიშელის თანახმად, „ელისაბედ ურყევად წოდებულმა, მან თავისი მსახურებითა და ერთგულებით დაგვანახა მდგრადი ღირებულებების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში“.
ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას გამოეხმაურა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჯოზეპ ბორელი, რომელიც აცხადებს, რომ „ევროპის კავშირი პატივს მიაგებს მის უნიკალურ წვლილს მშვიდობის მშენებლობისა და შერიგების საქმეში.“
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაწერა თავის განცხადებაში, რომ ელისაბედ მეორე იყო სამაგალითო მილიონობით ადამიანისთვის, სხვათა შორის გერმანიაში. „მისი სწრაფვა გერმანულ-ბრიტანული შერიგებისკენ მეორე მსოფლიო ომის საშინელების შემდეგ, დაუვიწყარი დარჩება. დაგვაკლდება ის, და არა ბოლო რიგში, მისი იუმორი,“ აცხადებს შოლცი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანეთის დედოფალს იხსენებს, როგორც საფრანგეთის მეგობარს, გულმოწყალე დედოფალს, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავის ქვეყანასა და ეპოქაზე.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი ასე აფასებს ელისაბედ მეორეს: "დედოფალი ელისაბედი იყო მთავარი მოთამაშე მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი სამოცდაათი წლის განმავლობაში. ის წარმოადგენდა გაერთიანებულ სამეფოს და თანამეგობრობას გაწონასწორებული, ბრძნულად, ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მიმართ პატივისცემით".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ელისაბედ მეორემ ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიკავა.
„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ელისაბედ II-მ იცხოვრა თავისი ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით. ის იყო დემოკრატიისა და ღირსების ღირებულებებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მოდელი, რომელმაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმსახურა. ჩემი ფიქრები და ლოცვები არის სამეფო ოჯახთან“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, რომ ელიზაბეტ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დედოფალი ელიზაბეტ II თაობებს ემახსოვრება.
„გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელიზაბეტ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო უკრაინის ხალხის სახელით სამძიმრის წერილი გაუგზავნა „სამეფო ოჯახს, მთელ გაერთიანებულ სამეფოს და თანამეგობრობას „აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო“. „ჩვენი ფიქრები და ლოცვა თქვენთანაა", წერს, ზელენსკი.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დიდი მწუხარებას გამოთქვამს „კანადის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მონარქის, მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ის მუდმივად არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში და მისი მსახურება კანადელებისთვის სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად".
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ სამძიმრის წერილი გააგზავნა ლონდონში: "ღრმად დამამწუხრა მისი უდიდებულესობის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებამ. ვუგზავნი გულწრფელ და გულითად სამძიმარს სამეფო ოჯახს და ბრიტანელ ხალხს და ხალხს თანამეგობრობისა".
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის წერილში, რომელიც ბრიტანეთის ახალ მეფეს, ჩარლზს გაუგზავნა, აღნიშნა, რომ დედოფალი „სამართლიანად სარგებლობდა თავისი თანამემამულეების სიყვარულით და პატივისცემით და ასევე, ავტორიტეტით მთელ მსოფლიოში“.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდიმ გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: "მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II ემახსოვრებათ როგორც თავისი დროის მტკიცე წარმომადგენელი. ის იყო შთამაგონებელი ლიდერი თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის. ის იყო ღირსებისა და წესიერების განსახიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მტკივნეულია მისი წასვლა . ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და გაერთიანებული სამეფოს ხალხთანაა ამ მწუხარე დროს".
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმი უერთდება "მსოფლიოს და ვგლოვობთ მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებას, მსოფლიო ხატისა , რომელიც წარმოადგენდა თავისი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო თვისებებს. მისი საოცარი ცხოვრება, გაერთიანებული სამეფოს სამსახურში შეუდარებელია ჩვენს თანამედროვე მსოფლიოში".
ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახს უსამძიმრებენ ევროპის ქვეყნების მონარქები. ნიდერლანდის მეფე ვილემ-ალექსანდერი იხსენებს „დედოფალ ელისაბედ II-ს ღრმა პატივისცემითა და უდიდესი სიყვარულით. ის იყო მტკიცე და ბრძენი და მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება მიუძღვნა ბრიტანელი ხალხის სამსახურს. ჩვენ ძლიერ კავშირს ვგრძნობთ გაერთიანებულ სამეფოსთან და მის სამეფო ოჯახთან და ჩვენ ვიზიარებთ მათ მწუხარებას ამ მძიმე დროს."
ნორვეგიის სამეფო სახლი ასევე გამოხატავს ღრმა მწუხარებას. "სამეფო ოჯახი ღრმად დაამწუხრა ცნობამ მისი უდიდებულესობის, დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ".
ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითაც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, ხოლო მსოფლიოში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.
დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავი ოთხდღიანი ცერემონია, ბრიტანეთის სამხედრო ძალების ისტორიის გამოფენით დაიწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველაფერი, ცხენისა და ქვემეხის დროიდან დაწყებული, რეაქტიული ტრანსპორტის ეპოქით დამთავრებული.
ცერემონია ალმის გამოტანით გაიხსნა, რომლის პატივიც ყოველ წელს სხვადასხვა ბატალიონს აქვს. წელს ყურადღების ცენტრში ირლანდიური დაცვის პირველი ბატალიონია. დედოფალი, ღონისძიების ბოლოს, ბუკინგემის სასახლის აივანზე ოჯახის წევრებს შეუერთდება, ხოლო მათ თავზე 70 თვითმფრინავი გადაიფრენს.
96 წლის დედოფალი ელისაბედ მეორე პირველია ბრიტანეთის მონარქებს შორის, რომელსაც ტახტზე ყოფნის 70 წელი შეუსრულდა.
„პლატინის იუბილესთან“ დაკავშირებით დედოფალმა სამადლობელი წერილით მიმართა ბრიტანეთისა და თანამეგობრობის მოსახლეობას. „ჩემდამი გამოხატული კეთილი სურვილები ჩემთვის შთაგონების წყაროა და იმედი მაქვს, მომავალი იმ ყველაფერზე დაფიქრების შესაძლებლობას მოგვცემს, რასაც გასულ 70 წელში მივაღწიეთ. ჩვენ რწმენითა და ენთუზიაზმით ვიყურებით წინ“, - აღნიშნა ელისაბედ მეორემ.
დედოფალმა მსოფლიო ლიდერებისგანაც მიიღო მილოცვები. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისაბედს უწოდა „ოქროს ძაფი", რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი „უცვლელი“ მნიშვნელობის ფაქტორი ძალიან ცოტაა საერთაშორისო სცენაზე.
„თქვენ ჩვენი მეგობარი, უახლოესი მოკავშირე და სხვებისადმი მსახურების მაგალითი ხართ“, - აღნიშნავს მაკრონი დედოფლისადმი ინგლისურენოვან ვიდეომიმართვაში.
ელისაბედ მეორემ დიდი ბრიტანეთის სამეფოს ტახტზე ყოფნის 70 წლის მანძილზე ქვეყანაში გამოიცვალა 14 პრემიერ-მინისტრი, მათ შორის პირველი უინსტონ ჩერჩილი იყო.
6 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტ ტრასი. ის დედოფალმა ელისაბედ II-მ დანიშნა მთავრობის ხელმძღვანელად.
სამშაბათს დედოფალმა ტრასს დაავალა მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნა. შეხვედრა გაიმართა დედოფლის საზაფხულო რეზიდენციაში - შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში.
იმავე დღეს ელისაბედ II-მ დაადასტურა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის გადადგომა.
ტრადიციისამებრ ბრიტანეთის მონარქი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს ბუკინგემის სასახლეში ან უინძორის ციხეში ნიშნავს, მაგრამ ექიმებმა 96 წლის დედოფალს, არ დატოვოს შოტლანდია...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოვიდა დედოფალ ელისაბეტის გარდაცვალების შემდეგ.
"ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ დედოფლის სიკვდილით, რაც უზარმაზარი შოკია ერისა და მსოფლიოსთვის", - თქვა მან.
პრემიერმა დედოფალი აღწერა, როგორც "კლდე, რომელზედაც აშენდა თანამედროვე ბრიტანეთი" და მანვე დაამატა: "ბრიტანეთი დიდებული ქვეყანაა სწორედ მისი დამსახურებით".
ლიზ ტრასის თქმით, დედოფალი მისი, ისევე როგორც მრავალი ბრიტანელისთვის, პირადი შთაგონება იყო.
"მისი მოვალეობისადმი ერთგულება მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა მან.
ბრიტანეთის პრემიერმა თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: "ღმერთმა დალოცოს მეფე".