პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვატიკანში რომის ყოფილი პაპის ბენედიქტე XVI-ს სამოქალაქო პანაშვიდები დღეს იწყება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პონტიფექსის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს, სადაც მსურველები პატივის მიგებას 3 დღის განმავლობაში შეძლებენ. დაკრძალვის ცერემონია კი ხუთშაბათს, წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება, მას მოქმედი პაპი ფრანცისკე წარუძღვება. ვატიკანში ამბობენ, რომ ცერემონია უბრალო და მშვიდი იქნება. ბენედიქტეს ბაზილიკის ქვეშ დაკრძალავენ.
ბენედიქტე XVI 31 დეკემბერს 95 წლისა ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა. ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა, ტახტიდან კი „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ გადადგა. ბოლო 600 წლის განმავლობაში ის პირველი პაპი გახდა რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.