პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის ფიგურანტი, დმიტრი კოვტუნი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე საქმის მეორე ფიგურანტმა, დუმის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ გაავრცელა.
TASS-ის ინფორმაციით, დმიტრი კოვტუნი გარდაცვალების მიზეზი კოვიდით გამოწვეული გართულებები გახდა.
KGB-სა და FSB-ს ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრ ლიტვინენკო, რომელმაც დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და დაზვერვასთან თანამშრომლობდა, 2006 წლის ნოემბერში ლონდონში დაიღუპა. გამოძიების თანახმად, ლიტვინენკო რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს. აღნიშნული ნივთიერება ლიტვინენკოს ჩაიში დაუმატეს, როდესაც ის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ანდრეი ლუგოვოისა და მეწარმე დმიტრი კოვტუნს ხვდებოდა.
ლუგოვოი, კოვტუნი და რუსეთის ხელისუფლება ლიტვინენკოს მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფდა.
2021 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ არ ჩაატარა შესაბამისი გამოძიება და ფიგურანტები პასუხისგებაში არ მისცა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ლიტვინენკოს ქვრივისთვის 100 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, გადაწყვეტილება შეასრულოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს
👉 შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა - ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია
👉 VIDEO: უმძიმესი კადრები ბუჩადან, რომელსაც New York Times-ი ავრცელებს