ლიბანში ომი არ უნდა იყოს, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს ესკალაცია, ხოლო „ჰეზბოლამ“ რაკეტის გაშვება - მაკრონი

საფრანგეთის პარლამენტმა მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა

საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„საფრანგეთი გააგრძელებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობაშია, რათა უკრაინა გაძლიერდეს, იყოს საფრთხისგან დაცული და მოიპოვოს სამართლიანობა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და მოუწოდა ისრაელსა და „ჰეზბოლას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება ლიბანში, ომის დაწყების შეჩერების მცდელობის ფარგლებში.

„ლიბანში ომი არ შეიძლება და არ უნდა იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს ესკალაცია ლიბანში, ხოლო „ჰეზბოლამ“ შეწყვიტოს რაკეტის გაშვება ისრაელში“, – განაცხადა მაკრონმა.