ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა - დეტალურად

ეროვნული ნაკრები

14 ოქტომბერს, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს ჩეხეთსა და ალბანეთზე გამარჯვების შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

11 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.